---
title: "მუხლი 21⁷⁰. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების საკითხის გადაწყვეტის წესი — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-70"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^70"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21⁷⁰. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების საკითხის გადაწყვეტის წესი — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21⁷⁰ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-70

1. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს (ბრძანებას გამოსცემს) ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში.

2. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმ ეკონომიკური აგენტისათვის/ეკონომიკური აგენტებისათვის შეუტყობინებლად, რომლის/რომელთა ადგილზე შემოწმებასაც ითხოვს სააგენტო.

3. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ, შესაბამისი დასაბუთება და იმ ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე ინფორმაცია, რომელიც/რომლებიც შემოწმდება/შემოწმდებიან; გ) ბრძანების მოქმედებისა და ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების ვადა; დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

4. თუ მოსამართლე არ ეთანხმება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებას, ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი დასაბუთება და იმ ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე ინფორმაცია, რომლის/რომელთა ადგილზე შემოწმებაზედაც უარი ითქვა; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს. სააგენტო ერთ ეგზემპლარს წარუდგენს (გადასცემს) ეკონომიკურ აგენტს/ეკონომიკურ აგენტებს ადგილზე შემოწმების დაწყებამდე.

6. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს, მეორე – ეკონომიკურ აგენტს/ეკონომიკურ აგენტებს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

7. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადაა არაუმეტეს 1 კვირისა. თუ ეს ვადა აღნიშნული შემოწმებისთვის საკმარისი არ იქნება, დასაშვებია, იგი ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ სააგენტოს მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე არაუმეტეს 1 თვით გაგრძელდეს. სააგენტოს შუამდგომლობაში მიეთითება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შედეგად მოპოვებული მონაცემები და მიზეზი, რომლის გამოც ვერ მოხერხდა საქმის მოკვლევისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. სააგენტოს შუამდგომლობა განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.

8. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ/ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება საჯაროდ არ ცხადდება. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-71.md
