---
title: "მუხლი 21⁸⁴. უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის  შესახებ — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-84"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^84"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21⁸⁴. უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის  შესახებ — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21⁸⁴ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-84

1. ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილების მიღებისათვის (ბრძანების გამოცემისათვის) საკმარის საფუძველს და სათანადო დასაბუთებას. უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობაში მიეთითება იმ ეკონომიკური აგენტის თაობაზე ზუსტი მონაცემები, რომლის იძულებით დაყოფასაც ითხოვს უფლებამოსილი ორგანო.

2. უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას უნდა დაერთოს: ა) დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის არაერთგზის დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები; ბ) ინფორმაცია ეკონომიკური აგენტის დაყოფის (საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევების) შესაძლებლობის შესახებ; გ) საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია.

3. სასამართლოს მიერ ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის საკითხის განხილვაზე ვრცელდება ამ კოდექსის 21 79 −21 82 მუხლებით დადგენილი წესები. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. თავი VII 22 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1186 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-83.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-85.md
