---
title: "მუხლი 21⁹². მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების საკითხის გადაწყვეტის წესი — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-92"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^92"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21⁹². მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების საკითხის გადაწყვეტის წესი — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21⁹² (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-92

1. მოსამართლე მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს 3 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე.

2. მოსამართლე მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების ფორმით.

3. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოვაჭრის შესახებ ზუსტი მონაცემები და მისი იმ ქმედების შინაარსი, რომლის დროებით შეჩერებაც ხდება; გ) მითითება სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ და შესაბამისი დასაბუთება; დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

4. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) უარი სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და შესაბამისი დასაბუთება; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ამ ბრძანების ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სააგენტოს, მეორე – მოვაჭრეს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში. საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი №1476 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-91.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-93.md
