---
title: "მუხლი 21⁹³. მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-93"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^93"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21⁹³. მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21⁹³ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-93

1. მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.

2. მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანებაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 72 საათის განმავლობაში.

3. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე მხარესაც ეგზავნება.

4. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან 7 დღის ვადაში, ამ კოდექსის 21 92 მუხლით დადგენილი წესით.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი №1476 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. თავი VII 24 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება მოვაჭრისგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი №1476 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-92.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-94.md
