---
title: "მუხლი 21⁹⁴. მოსამართლის ბრძანება მოვაჭრის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის შესახებ — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-94"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^94"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21⁹⁴. მოსამართლის ბრძანება მოვაჭრის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის შესახებ — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21⁹⁴ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-94

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მოვაჭრის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის შესახებ ბრძანებას მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი №1476 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-93.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-95.md
