---
title: "მუხლი 21⁹⁸. სააგენტოს შუამდგომლობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-98"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^98"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21⁹⁸. სააგენტოს შუამდგომლობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21⁹⁸ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-98

1. სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე, თუ სააგენტომ მომსახურების მიმწოდებელს აღნიშნული ინფორმაცია მოსთხოვა და იგი განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი.

2. მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს სათანადო დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს იმ მომსახურების მიმწოდებლის შესახებ ზუსტი მონაცემები, რომლისგანაც სააგენტო ითხოვს აღნიშნული ინფორმაციის წარდგენას, და მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3112 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-97.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-99.md
