---
title: "მუხლი 21. სასამართლო აქტების გაცნობის უფლება — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. სასამართლო აქტების გაცნობის უფლება — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21

1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქმეში მონაწილე პირებს შეუძლიათ სასამართლოს კანცელარიაში გაეცნონ საქმის თაობაზე გამოტანილ სასამართლო აქტებს, აგრეთვე სასამართლოსათვის წარდგენილ მასალებს.

2. მხარე უფლებამოსილია მიიღოს სასამართლო აქტებისა და ადმინისტრაციული საქმის სხვა მასალის ასლები სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით. დოკუმენტის ასლის გადაღებისათვის აუცილებელ ხარჯებს ანაზღაურებს მხარე. ასლის გადაღებისათვის სხვა რაიმე გადასახდელის მოთხოვნა არ შეიძლება.

3. მხარეებს გასაცნობად არ წარედგინებათ სასამართლო აქტების პროექტები, აგრეთვე სხვა მოსამზადებელი მასალები. თავი VII 1 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებით საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925 - სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/20-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-1.md
