---
title: "მუხლი 28. დაჩქარებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/28"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "28"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. დაჩქარებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 28 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/28

1. სასამართლოს (მოსამართლეს) შეუძლია მხარის მოთხოვნით მიიღოს გადაწყვეტილება საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.

2. დაჩქარებული წესით საქმის განხილვის დროს სასამართლო უფლებამოსილია: ა) შეამოკლოს მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შესაგებლის) ან შეგებებული სარჩელის წარდგენის ვადა; ბ) მესამე პირს არ განუსაზღვროს ვადა სარჩელზე საკუთარი მოსაზრების წარდგენისათვის; გ) არ დაადგინოს მხარეების მიერ ექსპერტის დანიშვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა; დ) შეუმოკლოს მხარეებს ექსპერტის დასკვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/27-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/28-1.md
