---
title: "მუხლი 35¹. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/35-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "35^1"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35¹. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 35¹ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/35-1

თუ ამ კოდექსის VII 2 თავის შესაბამისად, მხარის მიმართ გამოტანილია სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მხარეს უფლება აქვს, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო (საკასაციო) ინსტანციაში. ამ დებულების მოქმედება ვრცელდება ამ კოდექსის VII 2 თავის ამოქმედების მომენტიდან გამოტანილ ყველა სასამართლო გადაწყვეტილებაზე. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214 - სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/35-2.md
