---
title: "მუხლი 35³. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის გაცემის წესი — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/35-3"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "35^3"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35³. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის გაცემის წესი — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 35³ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/35-3

1. პირი, რომლის მიმართაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ან ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა ამ კოდექსის VII 14 თავის ამოქმედებამდე მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე, უფლებამოსილია აღნიშნული კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს ამ კოდექსის VII 14 თავით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირმა სასამართლოს უნდა მიმართოს ამ კოდექსის VII 14 თავის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5013 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/35-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/35-4.md
