---
title: "მუხლი 35⁶. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმება ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსრულების შეწყვეტის საფუძველზე — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/35-6"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "35^6"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35⁶. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმება ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსრულების შეწყვეტის საფუძველზე — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 35⁶ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/35-6

1. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმების საფუძველია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსრულების შეწყვეტის შესახებ.

2. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან 1 თვის ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმების მოთხოვნით.

3. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იღებს ამ კოდექსის 35 4 მუხლით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №381 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. თავი X. დასკვნითი დებულება საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214 - სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/35-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/36.md
