---
title: "მუხლი 11 — ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/11"
law: "ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 16534"
adopted: "1999-09-09"
consolidated_as_of: "2013-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11 — ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

> Text consolidated as of 2013-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2013-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/11

1. საბჭო ამზადებს რეკომენდაციებს ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის განსახორციელებლად.

2. საბჭო მონაწილეობს ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების კონტროლირებადი მოხმარების ეროვნული პროგრამის შემუშავებაში, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. საბჭო უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის სრული, ობიექტური და დროული ინფორმაციის მიწოდებას: ა) ჩვილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა ჯანმრთელობისა და კვების, მათი სამედიცინო და სოციალური პარამეტრების შესახებ; ბ) ქალის რძით კვების, როგორც ბავშვის ჰარმონიული ფიზიკური და ფსიქოსოციალური განვითარების იდეალური საშუალებისა და აუცილებელი პირობის შესახებ; გ) ჩვილთა ხელოვნური კვების უარყოფითი შედეგებისა და მასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების შესახებ.

4. საბჭოს უფლება აქვს მოიძიოს ინფორმაცია: ა) ჩვილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა კვების საკითხების ამსახველი, მოსახლეობისათვის გამიზნული საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწავლო მასალების გამოქვეყნების ფორმისა და გავრცელების შესახებ; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ბავშვთა კვების საკითხების ამსახველი სახელმძღვანელოების და სხვა სასწავლო, მეთოდური მასალების გამოცემისა და გავრცელების შესახებ.

5. საბჭო განსაზღვრავს ბავშვის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის აუცილებლობის სამედიცინო ჩვენებების ნუსხას. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1243 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. თავი IV. ბავშვთა კვებასთან დაკავშირებული საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწავლო მასალები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/12.md
