---
title: "მუხლი 13 — ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/13"
law: "ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 16534"
adopted: "1999-09-09"
consolidated_as_of: "2013-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13 — ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

> Text consolidated as of 2013-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2013-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/13

ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი აუდიოვიზუალური და წერილობითი საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწავლო მასალა, რომელიც ვრცელდება მოსახლეობაში, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა დაწესებულებებში, უნდა შეიცავდეს გასაგებად, არაორაზროვნად, დამაჯერებლად და დასაბუთებულად გადმოცემულ ინფორმაციას: ა) ბუნებრივი კვების სარგებლიანობისა და ხელოვნურ კვებასთან შედარებით მის უპირატესობათა შესახებ, რომელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს საბჭო; ბ) ჩვილისათვის – ძუძუთი ექსკლუზიური კვების, ხოლო ადრეული ასაკის ბავშვისათვის – 2 წლამდე ან უფრო დიდხანს, მოთხოვნილების მიხედვით, ბუნებრივი კვების პროცესის გახანგრძლივების მნიშვნელობის შესახებ; გ) ძუძუთი ექსკლუზიური კვების დაწყებისა და შენარჩუნების, ბუნებრივი კვების პროცესის გახანგრძლივების პირობებისა და ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ; დ) ბუნებრივი კვების დროს ამ პროცესის გაგრძელების შესაძლებლობაზე დამატებითი საკვების ნაადრევი გამოყენების ზეგავლენის შესახებ; ე) ბუნებრივ კვებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის შემთხვევაში შემდგომში მისი დაწყების ან განახლების სიძნელეების შესახებ; ვ) 6 თვის და მეტი ასაკის ბავშვებისათვის დამატებითი საკვების მნიშვნელობის შესახებ; ზ) დამატებითი საკვების ადგილობრივი ნაწარმით სახლის პირობებში მომზადების შესაძლებლობის შესახებ; თ) იმ ფინანსური შედეგის შესახებ, რომელსაც იწვევს ბავშვთა ხელოვნური კვების ნაწარმის გამოყენება; ი) ბავშვთა ჯანმრთელობაზე ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების არარაციონალური და არასწორი მეთოდებით გამოყენების უარყოფითი ზეგავლენის შესახებ; კ) ჩვილთა ჯანმრთელობაზე ხელოვნური საკვების უარყოფითი ზეგავლენის შესახებ; ლ) ბავშვის ბუნებრივი კვებისათვის დედის კვების მნიშვნელობის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/14.md
