---
title: "მუხლი 14 — ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/14"
law: "ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 16534"
adopted: "1999-09-09"
consolidated_as_of: "2013-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14 — ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

> Text consolidated as of 2013-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2013-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/14

ბავშვის კვებისას საწოვრიანი ბოთლის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი აუდიოვიზუალური და წერილობითი საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწავლო მასალა უნდა შეიცავდეს გასაგებად, არაორაზროვნად, დამაჯერებლად და დასაბუთებულად გადმოცემულ ინფორმაციას: ა) საწოვრიანი ბოთლის თუნდაც მცირე ხნით გამოყენებისას ბუნებრივი კვების გაძნელების, ზოგ შემთხვევაში კი მისი გაგრძელების შეუძლებლობის გამომწვევი მიზეზების შესახებ; ბ) ხელოვნური კვების პროდუქტის სათანადო მომზადებისა და გამოყენების შესახებ; გ) ბავშვის ჯანმრთელობაზე საწოვრიანი ბოთლის გამოყენების უარყოფითი ზეგავლენის და საკვების არასწორად მომზადების შედეგების შესახებ; დ) ბავშვის ჭიქიდან კვების შესაძლებლობისა და მეთოდების შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/15.md
