---
title: "მუხლი 15 — ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/15"
law: "ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 16534"
adopted: "1999-09-09"
consolidated_as_of: "2013-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15 — ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

> Text consolidated as of 2013-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2013-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/15

2 წლამდე ასაკის ბავშვთა კვებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწავლო მასალებში დაუშვებელია: ა) ქალის რძესთან შედარებით ხელოვნური საკვების უპირატესობის ან მათი იდენტურობის დამადასტურებელი სამედიცინო პერსონალის გამონათქვამის ანდა სხვა რაიმე გამონათქვამის ან გამოსახულების მოთავსება; ბ) იმის მტკიცება, რომ ქალის რძე შეიძლება არ იყოს საკმარისი ჩვილისათვის ან ადრეული ასაკის ბავშვისათვის ანდა მას შეიძლება აკლდეს ბავშვისათვის საჭირო რაიმე ინგრედიენტი. თავი V. სამედიცინო საქმიანობის სუბიექტების უფლება-მოვალეობები ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/16.md
