---
title: "მუხლი 18 — ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/18"
law: "ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 16534"
adopted: "1999-09-09"
consolidated_as_of: "2013-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18 — ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

> Text consolidated as of 2013-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2013-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/18

1. სამედიცინო საქმიანობის სუბიექტს ეკრძალება: ა) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების მწარმოებლისაგან ან გამსაღებლისაგან ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების ნიმუშის, პარტიის, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების მწარმოებლის საფირმოემბლემიანი, სავაჭრონიშნიანი ნებისმიერი საგნის საჩუქრად მიღება; ბ) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების მწარმოებლისათვის ან გამსაღებლისათვის ორსული ქალების, აგრეთვე ჩვილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა დედების ვინაობისა და მისამართის გადაცემა; გ) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების მწარმოებლისაგან ან გამსაღებლისაგან ფინანსური სახსრების მიღება, თუ ისინი გამიზნულია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების რეკლამისა და გასაღების სტიმულირებისათვის.

2. აკრძალულია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ სამედიცინო პერსონალის სამეცნიერო, პრაქტიკული ან სხვა სახის შეხვედრის (ყრილობა, კონფერენცია, სესია, სიმპოზიუმი და სხვა), მივლინების, სტაჟირების, უწყვეტი სამედიცინო განათლების, აგრეთვე სამედიცინო ასოციაციის საქმიანობის სპონსორობა, თუ იგი გამიზნულია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების რეკლამისა და გასაღების სტიმულირებისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/19.md
