---
title: "მუხლი 21 — ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/21"
law: "ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 16534"
adopted: "1999-09-09"
consolidated_as_of: "2013-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21 — ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

> Text consolidated as of 2013-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2013-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/21

1. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტის ეტიკეტზე ზუსტად, ნათლად, ადვილად წასაკითხად და იოლად გასაგებად უნდა აისახოს: ა) საკვების მომზადების წესი და მიღების რეჟიმი; ბ) მომზადებული საკვების ნარჩენის ბავშვის საკვებად ხელმეორედ გამოყენების დაუშვებლობა; გ) სიტყვებით და ციფრებით გამოხატული ასაკი, რომლის შემდეგაც ბავშვისათვის შეიძლება ამ პროდუქტის მიღება; დ) პროდუქტის შემადგენლობა და კვებითი ღირებულება; ე) პროდუქტის დასამზადებლად გამოყენებული კომპონენტები; ვ) პროდუქტის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები; ზ) პროდუქტის ვარგისიანობის ვადა განსხვავებულ კლიმატურ და შენახვის პირობებში; თ) პროდუქტის პარტიის ნომერი და წარმოების თარიღი.

2. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების ეტიკეტზე, აგრეთვე საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების შესაფუთი მასალის ეტიკეტზე მთავრული ასოებით უნდა აღინიშნოს შემდეგი წინადადებები: ა) „ყურადღება! ქალის რძე თქვენი ბავშვისათვის საუკეთესო საკვებია“; ბ) „ყურადღება! თქვენი ბავშვისათვის ხელოვნური საკვების მიცემამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს; ზუსტად დაიცავით საკვების გამოყენებასა და მომზადებასთან დაკავშირებული ყველა მითითება“.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/22.md
