---
title: "მუხლი 23 — ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/23"
law: "ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 16534"
adopted: "1999-09-09"
consolidated_as_of: "2013-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23 — ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

> Text consolidated as of 2013-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2013-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/23

1. საწოვრიანი ბოთლისა და საწოვარას შესაფუთი მასალის ეტიკეტზე ზუსტად, ნათლად, ადვილად წასაკითხად და იოლად გასაგებად უნდა აისახოს მათი სწორად გამოყენებისათვის საჭირო ინფორმაცია.

2. საწოვრიანი ბოთლისა და საწოვარას შესაფუთი მასალის ეტიკეტზე უნდა განთავსდეს: ა) ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაცია; ბ) სიტყვიერი ან/და დასურათებული ინსტრუქცია ბოთლისა და საწოვარას რეცხვისა და სტერილიზაციის შესახებ; გ) ბოთლისა და საწოვარას მწარმოებლის ან გამსაღებლის სახელწოდება და მისამართი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16534-bavshvta-bunebrivi-kvebis-datsvisa-da-khelshewqobis-khelovnuri-sakvebi/24.md
