---
title: "მუხლი 100. აკრედიტაციის ეროვნული საბჭო — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/100"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "100"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 100. აკრედიტაციის ეროვნული საბჭო — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 100 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/100

1. აკრედიტაციის ეროვნული საბჭო არის აკრედიტაციის ცენტრის საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იქმნება დაინტერესებული მხარეებისგან თანასწორობის საფუძველზე და მონაწილეობს აკრედიტაციის სისტემის პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვასა და შემუშავებაში.

2. აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და მის მიერ საქმიანობის განხორციელების წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/99.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/101.md
