---
title: "მუხლი 13¹². ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/13-12"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "13^12"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13¹². ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 13¹² (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/13-12

1. ამ კოდექსის 13 7 −13 11 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

2. ამ კოდექსის 13 11 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეიძლება არ შედგეს შემოწმების ადგილზე. ეს ოქმი სამართალდამრღვევს გადაეცემა ან ეგზავნება, ხოლო თუ ამ ოქმის ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, აღნიშნული ოქმი ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. აღნიშნული ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. ამ კოდექსის 13 7 −13 10 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

4. ამ კოდექსის 13 7 −13 10 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკონომიკურ ოპერატორს არ ათავისუფლებს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შესრულების ვალდებულებისგან.

5. ამ კოდექსის 13 11 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო.

6. ამ კოდექსის 13 11 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება და პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღებისა და გამოთხოვის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება საქართველოს საერთო სასამართლოებში. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/13-11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/13-13.md
