---
title: "მუხლი 13³. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/13-3"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "13^3"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13³. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 13³ (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/13-3

1. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო არის ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტებისთვის, რომლებისთვისაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოა განსაზღვრული.

2. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო თავის უფლებამოსილებას პროპორციულობის პრინციპის დაცვით, დამოუკიდებლად, ობიექტურად და მიუკერძოებლად ახორციელებს.

3. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად და მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად თანამშრომლობს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების ორგანოებთან, შესაბამის საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებთან.

4. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

5. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) მიზნობრივი გრანტები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/13-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/13-4.md
