---
title: "მუხლი 20. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების საფუძველი — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/20"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "20"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების საფუძველი — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 20 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/20

1. ტექნიკური ინსპექტირება ეფუძნება რისკის ანალიზისა და შეფასების სისტემას.

2. ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს რისკის კატეგორიებს და განსაზღვრავს გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობას.

3. დადგენილი პერიოდულობის გარდა, ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება: ა) საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, შესაძლო საფრთხის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, ორგანოლეპტიკური შეგრძნებების საფუძველზე; ბ) ფორსმაჟორის შემთხვევაში; გ) ავარიის შემთხვევაში; დ) უბედური შემთხვევის დროს, რომელსაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება ან სიკვდილი; ე) სამშენებლო საქმიანობაზე სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებისას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/19-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/21.md
