---
title: "მუხლი 22. ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/22"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "22"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 22 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/22

1. ინსპექტირების ორგანო პროფესიულ საქმიანობაში, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში დამოუკიდებელია დაინტერესებული მხარეებისაგან.

2. ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ინსპექტირების ჩატარებისათვის, უშუალოდ არ უნდა მონაწილეობდნენ ობიექტის დაპროექტებაში, წარმოებაში, ექსპლუატაციაში, მიწოდებაში, მონტაჟსა და რემონტში და არ უნდა იყვნენ ზემოაღნიშნულ ფუნქციათა შემსრულებელი პირების უფლებამოსილი წარმომადგენლები.

3. ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი უშუალოდ არ უნდა მონაწილეობდნენ ურთიერთჩანაცვლებადი ობიექტების დაპროექტებაში, წარმოებაში, მონტაჟსა და მომსახურებაში. ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი არ უნდა იყვნენ ზემოაღნიშნულ ფუნქციათა შემსრულებელი პირების უფლებამოსილი წარმომადგენლები.

4. ინსპექტირების ორგანო არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობაზე და მის მიუკერძოებლობაზე.

5. ინსპექტირების ორგანოს და ობიექტის მფლობელს არ შეიძლება ჰქონდეთ საერთო ეკონომიკური ინტერესი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/23.md
