---
title: "მუხლი 3¹. ბაზარზე ზედამხედველობის ეროვნული სტრატეგია — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/3-1"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "3^1"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3¹. ბაზარზე ზედამხედველობის ეროვნული სტრატეგია — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 3¹ (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/3-1

1. ბაზარზე ზედამხედველობის ეროვნული სტრატეგია განსაზღვრავს რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პოლიტიკის პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე აყალიბებს მიდგომებს დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს ბაზარზე ზედამხედველობის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას სულ მცირე 4 წელიწადში ერთხელ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/4.md
