---
title: "მუხლი 52¹. იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/52-1"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "52^1"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52¹. იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 52¹ (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/52-1

იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს და საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში მდებარეობს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით. შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ შენობა-ნაგებობა მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს, თუ მას დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა, გარე შემომზღუდავი კონსტრუქცია.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო შენობა-ნაგებობის მესაკუთრის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას შენობა-ნაგებობის მდგომარეობის გათვალისწინებით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სამართალდარღვევის გამოსასწორებლად (შენობა-ნაგებობის დამცავი ბადით შეფუთვა სამართალდარღვევის გამოსწორებად არ ჩაითვლება). ამ მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ სამართალდარღვევა განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდა, შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს ამ კოდექსით დადგენილი წესით დაეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს, შენობა-ნაგებობის მესაკუთრის მიმართ გასცეს მითითება მისი დემონტაჟის მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ შენობა-ნაგებობის შეკეთება (რემონტი), რეკონსტრუქცია ან აღდგენა შეუძლებელია.

4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და საცხოვრებლად გამოყენებულ შენობა-ნაგებობაზე. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5778 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3437 – ვებგვერდი, 20.07.2023წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1448 – ვებგვერდი, 03.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/53.md
