---
title: "მუხლი 57. ტექნიკური რეგლამენტის არსი — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/57"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "57"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57. ტექნიკური რეგლამენტის არსი — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 57 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/57

1. ტექნიკური რეგლამენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად დებულებებს: ა) მისი გამოყენების სფერო და ტექნიკური რეგულირების ობიექტი; ბ) ძირითადი ცნებები და განმარტებები; გ) პროდუქტის ბაზარზე განთავსების ძირითადი პირობები; დ) მოთხოვნები ტექნიკური რეგულირების ობიექტის მიმართ; ე) შესაბამისობის შეფასების პროცედურები.

2. ტექნიკური რეგლამენტი მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

3. ტექნიკურმა რეგლამენტმა კონკრეტული სპეციფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დაადგინოს პროდუქტის/პროცესის/მომსახურების სავალდებულო: ა) მახასიათებლები/პარამეტრები; ბ) უსაფრთხოების/უვნებლობის კრიტერიუმები; გ) შრომის ან/და მომხმარებლის უსაფრთხოების წესები; დ) უსაფრთხოების/უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების, ეტიკეტირების, პროდუქტთან დაკავშირებული პროცესის ან წარმოების მეთოდი; ე) შესაბამისობის შეფასების პროცედურები და პერიოდულობა; ვ) ადმინისტრაციული პროცედურები; ზ) შესაბამის შემთხვევებში, ინსპექტირების წესი და პერიოდულობა; თ) ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო; ი) მითითებები სტანდარტების გამოყენების თაობაზე (შესაბამისობის პრეზუმფცია); კ) ექსპლუატაციის პირობები; ლ) გარდამავალი და დასკვნითი დებულებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/58.md
