---
title: "მუხლი 61. ტექნიკური რეგლამენტების რეესტრი — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/61"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "61"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61. ტექნიკური რეგლამენტების რეესტრი — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 61 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/61

1. მიღებული ტექნიკური რეგლამენტი რეგისტრირებული უნდა იქნეს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში, რომელსაც აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

2. ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს საქართველოს ყველა ნორმატიული აქტი, რომლებიც შეიცავს ტექნიკურ ნორმას. აღნიშნული ნორმატიული აქტის მიმღები/გამომცემი ორგანო/ თანამდებობის პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტის რეგისტრაცია ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში.

3. ნებისმიერ პირს შეუძლია მოითხოვოს მიღებული ტექნიკური რეგლამენტის რეგისტრაცია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/62.md
