---
title: "მუხლი 62. სავარაუდო საფრთხის შემცველი პროდუქტის ბაზარზე განთავსება — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/62"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "62"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. სავარაუდო საფრთხის შემცველი პროდუქტის ბაზარზე განთავსება — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 62 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/62

1. კანონით განისაზღვრება ის პროდუქტი/პროცესი/მომსახურება (რეგულირებული სფერო), რომელსაც ბაზარზე განთავსებისას ესაჭიროება შესაბამისობის შეფასება.

2. მიღებული, აღიარებული ან ეკვივალენტად ცნობილი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი პროდუქტის ბაზარზე განთავსება შესაძლებელია პროდუქტის წარმოშობის ქვეყანაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

3. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე წარმოებული ან იმპორტირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას შესაბამისობის შეფასება ხორციელდება იმავე ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

4. სასამართლო დავის შემთხვევაში აღიარებულ ტექნიკურ რეგლამენტს დაინტერესებული მხარე თარგმნის ქართულ ენაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/63.md
