---
title: "მუხლი 63. საქართველოს მთავრობის უფლება ნიშანდების ეკვივალენტად ცნობის შესახებ — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/63"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "63"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63. საქართველოს მთავრობის უფლება ნიშანდების ეკვივალენტად ცნობის შესახებ — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 63 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/63

1. საქართველოს მთავრობა ადგენს იმ ქვეყნებისა და იურისდიქციების ნუსხას, რომელთა შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტი საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების გარეშე დაიშვება.

2. საქართველოში მოქმედი ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების დაკმაყოფილებად ჩაითვლება სხვა ქვეყნის შესაბამისი ნიშანდება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილ, ნიშანდებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. თავი VI. სტანდარტიზაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/62.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/64.md
