---
title: "მუხლი 64. ზოგადი დებულებები — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/64"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "64"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. ზოგადი დებულებები — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 64 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/64

1. სტანდარტი უნდა ემყარებოდეს პრაქტიკული გამოცდილების, მეცნიერებისა და ტექნიკის განზოგადებულ შედეგებს და მიზნად უნდა ისახავდეს წარმოების ეფექტ იან ობის და თავსებადობის ზრდას.

2. სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესასრულებლად შეიმუშაოს და გამოიყენოს სხვა ტექნიკური მიდგომა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტში კონკრეტული სტანდარტის გამოყენების შესახებ პირდაპირ არის მითითებული. საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/65.md
