---
title: "მუხლი 7. ხანდაზმულობის ვადა ზიანის ანაზღაურებისათვის — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/7"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "7"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ხანდაზმულობის ვადა ზიანის ანაზღაურებისათვის — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 7 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/7

1. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ვადაა 3 წელი. ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულმა გაიგო ან უნდა გაეგო, რომ მიადგა ზიანი, და, ამასთანავე, მან მოახდინა ზიანის, წუნისა და მწარმოებლის იდენტიფიცირება.

2. დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის გამომწვევი პროდუქტის ნებისმიერ ბაზარზე განთავსების მომენტიდან 10 წლის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზარალებულმა ამ პერიოდში მწარმოებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/8.md
