---
title: "მუხლი 72. სააგენტოს ძირითადი ფუნქციები — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/72"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "72"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 72. სააგენტოს ძირითადი ფუნქციები — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 72 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/72

სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) სტანდარტების რეესტრის წარმოება და მათი ნუსხის საჯაროობის უზრუნველყოფა; ბ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრის წარმოება; გ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების დამტკიცება / აღიარება და დამოწმება; დ) რეგისტრირებული სტანდარტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ე) საქართველოში რეგისტრირებული სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების თაობაზე ინფორმაციის შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაცვლის უზრუნველყოფა; ვ) სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებში საქართველოს წარმოდგენა – თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ზ) სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა; თ) სახელმწიფო ეტალონების შენახვა, ფიზიკური სიდიდეების ერთეულების ზომების აღწარმოება, გადაცემა და მათი მიკვლევადობის უზრუნველყოფა დაკალიბრების მეშვეობით; ი) სააგენტოს მომსახურებისათვის საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შემუშავება; კ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული სხვა უფლებების განხორციელება და ვალდებულებების შესრულება. საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/71.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/73.md
