---
title: "მუხლი 81. სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონი — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/81"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "81"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 81. სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონი — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 81 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/81

1. სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონი უმაღლესი სიზუსტით ახდენს გაზომვის ერთეულის მნიშვნელობის აღწარმოებას, ინახავს მას და არის გაზომვების ერთიანობისა და სისწორის საფუძველი საქართველოში.

2. სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონი უნდა იყოს საერთაშორისო ან სხვა ქვეყნების სახელმწიფო ეტალონების მიმართ შედარებადი ან ერთგვაროვანი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ჩატარებული გაზომვების თავსებადობა (შესაბამისობა).

3. სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონის შენახვას უზრუნველყოფს სააგენტო.

4. სააგენტო ვალდებულია გამოაქვეყნოს ინფორმაცია სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონის გაუქმების თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/80.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/82.md
