---
title: "მუხლი 87. მოქმედების სფერო — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/87"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "87"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 87. მოქმედების სფერო — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 87 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/87

1. ეს კოდექსი ადგენს შესაბამისობის შეფასების ობიექტის – მასალის, პროდუქტის, მომსახურების, პროცესის, სისტემის, პირის − შესაბამისობის შეფასების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. ამ კოდექსის შესაბამისად ხორციელდება შესაბამისობის შეფასების ობიექტის ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება.

3. შესაბამისობის შეფასების სავალდებულოობა დგინდება კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში ან შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, რომლის მიზანია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსა თვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება.

4. დაუშვებელია პროდუქტის შესაბამისობის შეფასების მოთხოვნა ბაზარზე განთავსებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მოთხოვნა უშუალოდ ტექნიკური რეგლამენტიდან გამომდინარეობს.

5. პროდუქტი, რომელიც შეკეთდა ბაზარზე განთავსების დროს, თავდაპირველი ფუნქციის, ტიპის და მიზნის ცვლილების გარეშე, არ ექვემდებარება ხელახალ შესაბამისობის შეფასებას, თუ ტექნიკური რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. რეგულირებული სფეროს გარდა, სხვა სფეროში შესაბამისობის შეფასება ნებაყოფლობითია, მათ შორის, პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის, და ხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/86.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/88.md
