---
title: "მუხლი 92. საზღვარგარეთ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/92"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "92"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 92. საზღვარგარეთ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 92 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/92

1. პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებში დადგენილი წესით გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულად ითვლება დამატებითი პროცედურების გარეშე. ასეთ შემთხვევაში შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით. ასეთი ქვეყნების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისობის შეფასებას ახორციელებს საქართველოში ან MRA-ის (ურთიერთაღიარების შეთანხმება)/MLA-ის (მრავალმხრივი აღიარების შეთანხმება), ILAC-ის (საერთაშორისო თანამშრომლობა ლაბორატორიების აკრედიტაციაში), IAF (აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმი), EA-ის (ევროპული თანამშრომლობა აკრედიტაციაში) ხელმომწერ სახელმწიფოში აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/91.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/93.md
