---
title: "მუხლი 93. შესაბამისობის ნიშანი — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/93"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "93"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 93. შესაბამისობის ნიშანი — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 93 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/93

1. შესაბამისობის ნიშანი მიუთითებს, რომ პროდუქტის შესაბამისობის შეფასება განხორციელებულია და პროდუქტი შეესაბამება მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

2. შესაბამისობის ნიშანი პროდუქტზე დაიტანება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და გათვალისწინებული სახით/წესით.

3. შესაბამისობის ნიშანს პროდუქტზე მის ბაზარზე განთავსებამდე დაიტანს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირი.

4. პროდუქტზე შეიძლება დატანილ იქნეს სხვა ნიშანიც, თუ იგი არ გამოიწვევს შესაბამისობის ნიშანთან აღრევას და არ შეამცირებს მის აღქმადობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/92.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/94.md
