---
title: "მუხლი 98. აკრედიტაციის მოწმობა და მისი ვადა — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/98"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "98"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 98. აკრედიტაციის მოწმობა და მისი ვადა — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 98 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/98

1. აკრედიტაციის მოწმობა არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. იგი გაიცემა აკრედიტაციის ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადით, რომელიც ყველა ტიპის აკრედიტებული ორგანოებისთვის საერთოა.

2. აკრედიტაციის მოწმობის გაცემა ადასტურებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს კომპეტენტურობას, დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას შესაბამისობის შეფასების (შშ) კონკრეტულ სფეროში სპეციფიკური საქმიანობის განსახორციელებლად. აკრედიტაციის სფერო, რომლის ფარგლებშიც აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა, აკრედიტაციის მოწმობის განუყოფელი ნაწილია.

3. აკრედიტაციის მოწმობის ვადის განმავლობაში აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/97.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/99.md
