---
title: "მუხლი 10. გამჭვირვალობის პრინციპი — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/10"
law: "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
article: "10"
identifier: "6155-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2023-10-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. გამჭვირვალობის პრინციპი — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-10-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 10 (consolidated as of 2023-10-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/10

1. რისკის შეფასების, რისკის მართვის ზომების შემუშავებისა და განხილვის პროცესი არის საჯარო, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. რისკის შესახებ დასაბუთებული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ამ რისკის ხასიათიდან, მასშტაბიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, სააგენტო ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობაზე ან მცენარის სიჯანსაღეზე საფრთხის ზეგავლენის და საფრთხის შემცველი პროდუქტის შესახებ, აგრეთვე იმ ზომების თაობაზე, რომლებიც მიიღება რისკის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/10-1.md
