---
title: "მუხლი 12¹. ვეტერინარული მოთხოვნები — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/12-1"
law: "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
article: "12^1"
identifier: "6155-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2023-10-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12¹. ვეტერინარული მოთხოვნები — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-10-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 12¹ (consolidated as of 2023-10-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/12-1

1. ვეტერინარულია ის მოთხოვნები, რომლებიც წესდება ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის შესანარჩუნებლად, დაავადების წარმოშობის შემთხვევაში კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციისათვის, ეპიზოოტიური მდგომარეობის განსაზღვრა-შეფასებისათვის, ცხოველის დაავადების თავიდან აცილებისათვის, ცხოველური პროდუქტების კონტროლისა და ცხოველის კეთილდღეობისთვის.

2. ვეტერინარული მოთხოვნებია:
ა) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა გადამდები დაავადებების გამომწვევების შემოჭრისაგან, შემოტანისა და გავრცელებისაგან;
ბ) ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის მიღწევა ან/და შენარჩუნება;
გ) ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვა;
დ) ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა;
ე) ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება;
ვ) ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების სერტიფიცირება;
ზ) ცხოველური პროდუქტების კონტროლი;
თ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;
ი) ვეტერინარული პრეპარატების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/12-2.md
