---
title: "მუხლი 19. „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები და ვალდებულებები — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/19"
law: "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
article: "19"
identifier: "6155-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2023-10-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები და ვალდებულებები — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-10-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 19 (consolidated as of 2023-10-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/19

1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში.

2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სააგენტო ამ კოდექსის შესაბამისად, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების სახელმწიფო კონტროლს (მონიტორინგი, დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშის აღება) − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო, ხოლო საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომ − სამსახური) ამ კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსისა და სხვა სათანადო ნორმატიული აქტების შესაბამისად.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1649 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4933 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/18-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/20.md
