---
title: "მუხლი 22¹. სააგენტოს ურთიერთობა მუნიციპალიტეტის ორგანოებთან — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/22-1"
law: "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
article: "22^1"
identifier: "6155-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2023-10-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22¹. სააგენტოს ურთიერთობა მუნიციპალიტეტის ორგანოებთან — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-10-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 22¹ (consolidated as of 2023-10-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/22-1

სააგენტოს მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობის პრინციპია საქართველოს ორგანული კანონიდან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარიის სფეროებში ღონისძიებების განხორციელებისას საერთო პრობლემების ერთობლივად გადასაჭრელად ურთიერთდახმარება და თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს:
ა) მცენარეთა კარანტინის და ვეტერინარული კარანტინის დროს საკარანტინო მავნე ორგანიზმებისა და დაავადებების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისთვის კარანტინის ან სხვა შეზღუდვის დაწესებას, მოხსნას და მისი განხორციელების ხელშეწყობას;
ბ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და იძულებითი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას;
გ) არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6936 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/23.md
