---
title: "მუხლი 4. რისკის ანალიზის პრინციპი — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/4"
law: "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
article: "4"
identifier: "6155-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2023-10-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. რისკის ანალიზის პრინციპი — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-10-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 4 (consolidated as of 2023-10-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/4

1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ზომები და ქმედებები რისკის ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს.

2. რისკის ანალიზი მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს:
ა) რისკის შეფასება;
ბ) რისკის კომუნიკაცია;
გ) რისკის მართვა.

3. რისკის ანალიზთან დაკავშირებული ღონისძიებებია:
ა) შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისათვის და სხვა დაინტერესებულ მხარეთათვის სამეცნიერო დასკვნის საჭიროებისამებრ წარდგენა;
ბ) რისკის შეფასებისა და სახელმწიფო კონტროლის მეთოდოლოგიის შემუშავების ხელშეწყობა და კოორდინირება;
გ) სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების საჭიროებისამებრ მოკვლევა, შეგროვება, აღრიცხვა და ანალიზი;
დ) ახალი საფრთხეების საჭიროებისამებრ იდენტიფიცირება და აღწერა;
ე) დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ვ) მეცნიერული და საექსპერტო დახმარება ამ კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად საგანგებო ზომების მიღებისას;
ზ) რისკის ანალიზთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/5.md
