---
title: "მუხლი 48. ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაცია — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/48"
law: "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
article: "48"
identifier: "6155-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2023-10-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაცია — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-10-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 48 (consolidated as of 2023-10-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/48

1. საქართველოში წარმოებული ან იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო.

2. აკრძალულია ისეთი ვეტერინარული პრეპარატის წარმოება, შემოტანა, რეალიზაცია და გამოყენება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული საქართველოში, გარდა ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ვეტერინარული პრეპარატის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვების რეჟიმებია:
ა) ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი, რომელიც გამოიყენება იმ ვეტერინარული პრეპარატის მიმართ, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულმა სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისმა ვეტერინარული პრეპარატის მარეგულირებელმა სახელმწიფო ორგანომ დაუშვა შესაბამის ბაზარზე;
ბ) ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმი, რომელიც მოიცავს სააგენტოს მიერ ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო გამოცდის საფუძველზე სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას და ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეესტრში შეტანას.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/49.md
