---
title: "მუხლი 50. ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის გარეშე შემოტანა — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/50"
law: "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
article: "50"
identifier: "6155-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2023-10-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50. ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის გარეშე შემოტანა — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-10-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 50 (consolidated as of 2023-10-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/50

ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის გარეშე შემოტანა შეიძლება :
ა) ექსპერიმენტული კვლევისათვის;
ბ) რეგისტრაციისათვის – ნიმუშის სახით;
გ) გამოფენის, სიმპოზიუმის, კონფერენციის, ფორუმისა და კონგრესისათვის – ნიმუშის სახით, რეალიზაციის უფლების გარეშე;
დ ) რეექსპორტისათვის;
ე ) საქონლის საწყობში/ტერმინალში შენახვის ან/და ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის ათვის;
ვ) განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, ეპიზოოტია, ეპიზოოტიის საშიშროება, ეგზოტიკური დაავადება) ჰუმანიტარული მიზნით, აგრეთვე სხვა სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით;
ზ) თუ ეს არის შუალედური ვეტერინარული პრეპარატი ან/და დაუფასოებელი ვეტერინარული პრეპარატი, ვეტერინარული პრეპარატის დასამზადებლად გამოსაყენებელი სუბსტანცია ან/და ნედლეული;
თ) თუ ეს არის ვეტერინარიაში გამოსაყენებელი სადიაგნოსტიკო საშუალება.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1649 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1754 - ვებგვერდი, 28.12.2017წ.
თავი XII. საგანგებო ზომები და კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/51.md
