---
title: "მუხლი 53. ვეტერინარული კარანტინი — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/53"
law: "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
article: "53"
identifier: "6155-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2023-10-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. ვეტერინარული კარანტინი — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-10-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 53 (consolidated as of 2023-10-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/53

1. ვეტ ე რინარული კარანტინი წესდება საკარანტინო დაავადების გაჩენის შემთხვევაში მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით .

2. ვეტერინარული კარანტინი ცხადდება საკარანტინო დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში .

3. განსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც გამოვლინდება საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილი ცხოველთა საკარანტინო დაავადება, დაუყოვნებლივ წესდება იძულებითი კარანტინი შესაბამისი დაავადებისათვის დადგენილი საკარანტინო ვადით.

4. პროფილაქტიკური კარანტინის ვადა იმპორტირებულ ი ცხოველ ისათვის არის არა უმეტეს 30 დღ ე , ხოლო საექსპორტო ცხოველ ისათვის − არა უმეტეს 21 დღ ე, თუ იმპორტიორი ქვეყნის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი . პროფილაქტიკური კარანტინის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/54.md
