---
title: "მუხლი 59. უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ძირითადი პრინციპები — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/59"
law: "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
article: "59"
identifier: "6155-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2023-10-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ძირითადი პრინციპები — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-10-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 59 (consolidated as of 2023-10-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/59

1. უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ეფუძნება შემდეგ ძი­რითად პრინციპებს:
ა) პროფესიული დამოუკიდებლობა – სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს დაინტე ­ რესებული ჯგუფების გავლენისაგან დამოუკიდებლად;
ბ) ობიექტურობა – სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შედეგად დასკვნების, შეფა­სებების, რეკომენდაციების ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების დროს დაცული უნდა იქნეს საიმედოობა და მიუკერ­ძოებლობა;
გ) სანდოობა – სახელმწიფო კონ­ტრო­ლი უნდა განხორციელდეს სწორად, ზუსტად და თანა­მიმ­დევრულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) კონფიდენციალურობა – დაცული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენცია ­ ლუ ­ რობა, რომელიც შეგროვდა სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, მათ შორის, ისეთი ინფორმაციისა, რომელმაც შეიძლება შელა ­ ხოს ბი ­ ზ ­ ნესოპერატორის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავ ­ ში ­ რე ­ ბუ ­ ლი რეპუტაცია. აკრძალულია ამ ინფორმაციის არაპ ­ რო ­ ფე ­ სი ­ ული მიზნებისათვის გამოყენება ან უკანონოდ გავ ­­ რცელება;
ე) კეთილსინდისიერება – უფლებამოსილმა პირმა პროფესიული საქმიანობა კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. ბიზნესოპერატორთან მისი ურთიერთობა სა­მა­რ­­თლიანი და მიუკერძოებელი უნდა იყოს, რაც ბიზნესოპერა­ტო­რ­ის მხრიდან სახელმწიფო კონტ­რო­ლის განმახორციელებელი ორგანოს მიმართ ნდო­ბის ჩამოყალიბების საფუძველი უნდა გახდეს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც დადასტურებულია, რომ ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/60.md
