---
title: "მუხლი 61. ინფორმაციის კონფიდენციალურობა — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/61"
law: "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
article: "61"
identifier: "6155-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2023-10-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61. ინფორმაციის კონფიდენციალურობა — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-10-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 61 (consolidated as of 2023-10-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/61

1. უფლებამოსილმა პირმა არ უნდა გაავრცელოს საეჭ­ვო, გადაუმოწმებელი ან/და მცდარი ინფორმაცია.

2. უფლებამოსილმა პირმა უნდა მიიღოს საჭირო ზო­მები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის კონ­ფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.

3. აკრძალულია განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად მოპოვებული, სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება უფლებამოსილი პირის მიერ, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. ეს წესი მოქმედებს უფლებამოსილი პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგაც.

4. ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვასთან დაკავში­რებით უფლებამოსილმა პირმა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუ­მებით უნდა იხელმძღვანე­ლოს. აუცილებლობის შემთხვევაში მან დაუყოვნებლივ უნდა დასვას ამ ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვის საკითხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1754 - ვებგვერდი, 28.12.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/62.md
