---
title: "მუხლი 76. დასკვნითი დებულებანი — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/76"
law: "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
article: "76"
identifier: "6155-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2023-10-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 76. დასკვნითი დებულებანი — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-10-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 76 (consolidated as of 2023-10-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/76

1. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 18.01.2006, მუხ.

30);
ბ) საქართველოს 1995 წლის 14 ივნისის კანონი „ვეტერინარიის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№27−30, მუხ.

635);
გ) საქართველოს 1994 წლის 12 ოქტომბრის კანონი „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ.

450);
დ) საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997, გვ.

12).

2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, ძალადაკარგულად გამოაცხადოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული ის ნორმატიული აქტები, რომელთა ამ კოდექსთან შესაბამისობა არ იქნება უზრუნველყოფილი ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის ვადაში.

3. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის 67-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

4. 2020 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, საქმიანობაზე.

4¹. 2020 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის მე-13 მუხლის პირველი და 1 1 ნაწილების მოთხოვნები და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, საქმიანობაზე.

5. ამ კოდექსის 67-ე მუხლი ამოქმედდეს 2014 წლის 31 დეკემბრიდან.
საქართველოს 2012 წლის 2 1 დეკემბრის კანონი №144 - ვებგვერდი, 30 .12.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1915 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5568 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 8 მაისი.
№6155- I ს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/75.md
