---
title: "მუხლი 9. პრევენციის პრინციპი — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/9"
law: "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
article: "9"
identifier: "6155-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2023-10-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. პრევენციის პრინციპი — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-10-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 9 (consolidated as of 2023-10-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/9

1. განსაკუთრებული გარემოების დროს, როდესაც არსებული ინფორმაციის საფუძველზე არსებობს ეჭვი ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან ან მცენარის სიჯანსაღესთან დაკავშირებული საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთანავე, დროებით ვერ ხერხდება ამ ინფორმაციის მეცნიერულად დასაბუთება, შესაძლებელია რისკის მართვის დროებითი ზომების მიღება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიღებული ზომები საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და უნდა გადაიხედოს გონივრულ ვადაში, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან ან მცენარის სიჯანსაღესთან დაკავშირებული რისკის ბუნებიდან გამომდინარე.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/10.md
