---
title: "მუხლი 10¹. მარეგულირებელი ქმედების კონკურენტული ეფექტის შეფასება — კონკურენციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/10-1"
law: "კონკურენციის შესახებ"
article: "10^1"
identifier: "6148-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2025-02-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10¹. მარეგულირებელი ქმედების კონკურენტული ეფექტის შეფასება — კონკურენციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონკურენციის შესახებ, მუხლი 10¹ (consolidated as of 2025-02-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/10-1

კონკურენციის პროცესის ადვოკატირების უზრუნველსაყოფად სააგენტო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე აფასებს ეკონომიკის სფეროსთან დაკავშირებულ მისაღებ გადაწყვეტილებებსა და სამართლებრივ აქტებს, განსახორციელებელ საპრივატიზებო და საინვესტიციო პროექტებს მათი ამ კანონთან შესაბამისობის დადგენისათვის. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/11.md
